„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია გარევაჭრობის რეგულირების წესის შეცვლას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია გარევაჭრობის რეგულირების წესის შეცვლას ითხოვს. ენმ-ის წევრ ანა წითლიძის თქმით, არ არის სწორი ქალაქში მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას აიკრძალოს გარევაჭრობა და სხვაგან ყველგან დაშვებული იყოს.

„ჩვენ ვითხოვეთ, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს გარევაჭრობის წესზე, რადგან ვფიქრობთ, რომ წინა საკრებულოს მიერ მიღებული წესი არასწორია. მესმის, რომ გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, მაგრამ არ შეიძლება ერთ ადგილას აიკრაძალოს და მეორე ადგილას დაშვებული იყოს. ჩვენ შემოვედით წინადადებით, რომ სანამ ახალ წესს არ მიიღებს მერია, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარმოვაჭრეებმა გააგრძელონ მუშაობა “, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ მერი იმ წესის შესაბამისად მოქმედებს, რომელიც წინა საკრებულომ მიიღო და მის შეცვლას არ გამორიცხავს. „ეს ეხება კონკრეტულად ერთ ლოკაციას, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც არის კრიტიკული სიტუაცია. დარღვეულია, როგორც სურსათის უვნებლობის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე შეფერხებულია ტრანსპორტის გადაადგილება. რაც შეეხება ზოგად წესს, ის მალე დარეგულირდება და მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელდება“,- განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მუშაობის შეწყვეტას არ გეგმავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს