ტექნიკური სამუშაოების გამო, დიდუბეში, ნაძალადევსა და სანზონაში რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეიზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 24 იანვარს 23:30 საათიდან დიდუბის, ნაძალადევისა და სანზონის რაიონში რამოდენიმე ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანია ”ყასტრანსგაზ თბილისიდან” აცნობეს, დიდუბის რაიონში, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირი № 117, № 128, № 130, № 132, წყალტუბოს ქუჩა № 1, № 2, № 3, № 4, № 24, № 25, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, წყალტუბოს, აგლაძის ქუჩებზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მიმდებარედ განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

ნაძალადევის რაიონში: ერისთავის ქუჩა № 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას და მიმდებარედ განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: შპს „უნივერსალი“, შპს „ლიტვური საცხობი“, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვა.

სანზონის რაიონში კი ერისთავის 1 შესახვევი № 2, ერისთავის I ჩიხი, ერისთავის № 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდება აღდგება ხუთშაბათს, 25 იანვარს 10:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო