სოფიო ქაცარავა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის წამოწევის მიზნით საერთაშორისო ფორმატებში ღონისძებები იგეგმება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხის წამოწევის მიზნით საერთაშორისო ფორმატებში ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ სოფიო ქაცარავამ სტრასბურგში, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მოხსენების შემდეგ განაცხადა.

მოხსენებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტიპის პლატფორმების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ ღონისძიებებს საერთაშორისო ფორმატებში, რათა მაქსიმალურად მოხდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემების წამოწევა და ერთ-ერთი მათგანი არის ოკუპირებული ტერიტორიები და ადამიანის უფლებები“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო