გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 იანვარს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 227 აბონენტს ხიდისყურსა და ქსანში, 12:00-დან 18:00 საათამდე 337 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭართალი, წინა მხარი, ჯუღისი და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 14:00 საათამდე 1059 აბონენტს ციხისძირში, წიწამურსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00-დან 17:00 საათამდე 910 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, წითლიანი, კორუღი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს