პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში არსებული საპროცენტო განაკვეთი, შესაძლოა, შემცირდეს

პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში არსებული საპროცენტო განაკვეთი, შესაძლოა, შემცირდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პირველმა ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება პენსიონერების სასარგებლოდ გაუმჯობესდეს.

„ამოცანა, რომელიც დგას ჩვენ წინაშე, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მათ შორის, პენსიონერებს უნდა შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ იგივე სესხის აღების დროს. დღეს არსებობს გაფორმებული ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის, სადაც პირობები არის გაწერილი, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ პენსიონერების სასარგებლოდ მოხდეს გარკვეული გაუმჯობესება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა