მსახიობ გიორგი გიორგანაშვილთან სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ადვოკატი შევიდა

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილთან სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ადვოკატი შევიდა. როგორც ადვოკატმა გიორგი მახარაძემ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დაკავების შემდეგ პირველად მოინახულებს, გაესაუბრება განაჩენსა და სამომავლო სტრატეგიაზე.

„ჩვენ ვისაუბრებთ განაჩენზე, ასევე სამომავლო სტრატეგიაზე, თუმცა უფრო დეტალურად სტრატეგიაზე მას შემდეგ შეგვეძლება საუბარი, რაც სასამართლოდან განაჩენი ჩაგვბარდება და სამოტივაციო ნაწილს გავეცნობით“, - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

მისივე თქმით, დაცვის მხარე მოსამართლე შორენა გუნცაძეს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

გიორგი გიორგანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსახიობს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა