ლევან დავითაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია.

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებაში ახლა დაიწყება და ერთ თვეში დასრულდება ცენტრალური აპარატის ჩამოყალიბება. რაც შეეხება საკადრო მიმართულებას, დავითაშვილის ინფორმაციით, ორივე მიმართულებით ( გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა) ბევრი კვალიფიციური კადრია, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ.

"რაც შეეხება ოპტიმიზაციის პროცესს, გამოცხადებული იყო სამი თვის ვადა, რა პერიოდშიც მოხდებოდა ორი სამინისტროს გაერთიანება და ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც ამოცანებს უკეთესად გაართმევს თავს. ჩვენ ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს ეს პროცესი შიდა დონეზე. ამის შემდეგ უკვე მოხდება ცენტრალური აპარატის ჩამოყალიბება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული დღის წესრიგის შესასრულებლად. თანამშრომლების ნაწილი აუცილებლად დარჩება, რადგან ორივე მიმართულებით ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი მუშაობს",- განაცხადა დავითაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს