ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყება

ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე საპასუხოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.

"ამის აუცილებლობა დგას. აუცილებელია ეს ყველაფერი გაკეთდეს და მოწესრიგდეს. მივესალმები ქალაქის მერის ამ განცხადებას თბილისთან დაკავშირებით. პირველ რიგში, რეგიონებში რასაც ვიზამთ არის ის, რომ აუცილებლად შემოვიღებთ ამ რეგულაციებს საკურორტო ზონებში. წელს კატასტროფა ხდებოდა ბაკურიანში. მთელი საქართველოდან ტაქსები ბაკურიანში იყო ასული. ერთ დამსვენებელზე ამდენი ტაქსი საჭირო ნამდვილად არ იყო. აქედან გამომდინარე, ეს რეგულაციები აუცილებლად მოხდება და მოხდება სწრაფად", - განაცხადა ალავიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

"მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემები იქ აღარ გვექნება", - განაცხადა ალავიძემ.

ალავიძის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორი იქნება ეს სავალდებულო რეგისტრაცია.

"ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მივიღოთ ნორმალური რეგულაციები, რათა ხელი არ შეეშალოს არც ბიზნესს და არც დამსვენებელს", - განაცხადა ალავიძემ.

თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის