ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილს საბრძოლო განწყობა აქვს

გიორგი გიორგანაშვილს საბრძოლო განწყობა აქვს, - ამის შესახებ გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ის საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ერთად აპირებს ბრძოლის გაგრძელებას როგორც სამართლებრივი, ასევე სოციალური აქტივობების კუთხით. ამასთან, გიორგი მახარაძე არ გამორიცხავს, რომ მან სააპელაციო სასამართლოსთან ერთად კანონის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს.

„ჩვენ შევაფასეთ გუშინდელი დღე. ამჟამად ველოდებით როგორც სარეზოლუციო, ასევე სამოტივაციო ნაწილს. აქციებთან დაკავშირებით გიორგანაშვილი საქმის კურსში ჩავაყენე. მას საბრძოლო განწყობა აქვს. ასეთი საბრძოლო განწყობით გავაგრძელებთ ბრძოლას როგორც სამართლებრივი, ასევე სოციალური აქტივობების კუთხით“, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი გიორგანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსახიობს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს