გია ვოლსკი - ჩვენი ბავშვები არ უნდა სუნთქავდნენ გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს

ჩვენი ბავშვები არ უნდა სუნთქავდნენ გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი თბილისის თანამოქალაქეების მოსაზრებებს ეფუძნება.

”ქალაქს, რომლსაც არაერთი საერთაშორისო კომპეტენტური გამოცემა რეკომენდაციას უწევს, როგორც ტურისტების მიერ აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს, შესაბამისი ევროპული სტანდარტის სატრანსპორტო პოლიტიკა სჭირდება. ამ მხრივ ბევრი პრობლემაა დასარეგულირებელი. საგულისხმოა, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი ჩვენი თანამოქალაქეების მოსაზრებებს ეფუძნება. ვფიქრობ, ამ სტრატეგიაში უმნიშვნელოვანესი ნაწილი გარემოს დაბინძურების დონის შემცირებაა. ჩვენი ბავშვები არ უნდა სუნთქავდნენ გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს. საგანგებო ყურადღებას მოითხოვს მომსახურეობის კულტურის დონეც, მათ შორის კერძო სატრანსპორტო საშუალებებში. ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების გამოჩენას, გამონათებასავით ეფექტი ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია შეუქცევადი და მასშტაბური იქნება. არაერთი სხვა პრობლემაც აქვს ჩვენს ქალაქს,” - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ თბილისის მერის ინიციატივები ქალაქის საჭიროებებს არის მორგებული, ხოლო კრიტიკა ოპონენტების მხრიდან მხოლოდ დაპირისპირების შექმნაზეა ორიენტირებული.

”გულწრფელად განვიცდი იმას, რომ მერიის ახალი გუნდისადმი ოპონირება არა საუკეთესო გადაწვეტილებების ძიებაზე, არამედ დაპირისპირებების შექმნაზეა ორიენტირებული. არც დღევანდელმა შესანიშნავმა პრეზენტაციამ ჩაიარა როყიო განცხადებებით პოზიტიურის გადაფარვის მცდელობის გარეშე. ისეთი განცდა მაქვს, რომ რაც მეტი იქნება ინიციატივები, უფრო აგრესიული გახდება უმცირესობაში დარჩენილთა აქტივობები. დარწმუნებული ვარ, კახის მეთაურობით მერიის პროფესიონალური გუნდი ადვილად გამოარჩევს ღირებულ შენიშვნებს პოლიტიკურად ანგაჟირებული წამოძახილებისგან,” - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს. ამასთან, თბილისის მერია აპირებს, რომ ტრანზიტული მოძრაობისთვის ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე გაზარდოს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა