უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესისთვის მზადება მიმდინარეობს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ავტორიზაციის თვითშეფასების პროცესის წარმართვასთან და შესაბამისი ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ცენტრიდან აცნობეს, თვითშეფასების პროცესი ავტორიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რადგან ის საშუალებას აძლევს ინსტიტუციებს, მოახდინონ თავიანთი საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შეფასება ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით და ამასთან, მიაწოდოს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ძირითადი ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის და შემდგომი განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

სამუშაო შეხვედრას საერთაშორისო ექსპერტი ბასტიან ბაუმანი მართავს, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სააგენტოს დირექტორია და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში საერთაშორისო დონეზე მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს.

როგორც ცენტრის პრესსამსახურში განმარტავენ, პირველ ეტაპზე, სამუშაო შეხვედრები ტარდება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებსაც 2018 წელს განახლებული, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნების შესაბამისი, ავტორიზაციის სტანდარტებით უწევთ ავტორიზაციის გავლა.

”აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში, ქართველ ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის რანგში საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მსგავსი სახის შეხვედრები და კონსულტაციები, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგში”, - აცხადებენ ცენტრში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა