„მაიკროსოფტი“ საქართველოს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში დაეხმარება

„მაიკროსოფტი“ საქართველოს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში დაეხმარება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უცხოელ კოლეგებთან და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

სამინისტროს განცხადებით, ამჯერად მინისტრი მაიკროსოფტის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა ზოგად განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების, კონკრეტულად, მაიკროსოფტის ვირტუალური თამაშებისა და პროგრამების დანერგვაზე იმსჯელეს, რაც სასწავლო პროცესს ეფექტურს და საინტერესოს გახდის.

საგანმანათლებლო კომპიუტერული თამაშებითა და პროგრამებით შესაძლებელი გახდება მოსწავლეებმა თამაშით შეისწავლონ საბუნებისმეტყველო საგნები და ამავდროულად, ცხოვრებისათვის აუცილებელი ისეთი უნარები გამოიმუშავონ, როგორიცაა გუნდური მუშაობა, შემოქმედებითი აზროვნება და ა.შ. ორმხივ შეხვედრაზე მაიკროსოფტის წარმომადგენლებმა მასწავლებელთა გადამზადების კუთხით დაგროვილ გამოცდილებაზეც გაამახვილეს ყურადღება და სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში სამინისტროს მხარდაჭერა აღუთქვეს.

„შეხვედრის შედეგად, გადაწყდა, რომ ახლო მომავალში სკოლის მოსწავლეებისთვის მაიკროსოფტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგანმანათლებლო რესურსი ქართულ ენაზე გახდება ხელმისაწვდომი“, – აცხადებენ სამინისტროში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა