„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ხვალ 11:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 337 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, ბუჩაანი, გვრიტო და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება 181 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში - ციხისძირი, მუხრანი, ქსანი, აღაიანი, ავჭალის მასივი და მიმდებარე ტერიტორიას.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა