ადვოკატი - საქმეში არ არსებობს არანაირი ვიდეო-ფოტო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ხოფაში ჩატაევთან ბერძენიშვილის შეხვედრას

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გასაჩივრებას მხარე მას შემდეგ აპირებს, რაც სასამართლოსგან დასაბუთებულ განჩინებას ჩაიბარებს.

ადვოკატი ჟურნალისტებთან საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზეც საუბრობს. ”საქმეში არ არსებობს არანაირი ვიდეო-ფოტო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ხოფაში ჩატაევთან ბერძენიშვილის შეხვედრას ”, - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, თუ ვისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს ანატოლი ბერძენიშვილი, ადვოკატი გვარების დასახელებისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ მას გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა