სირიის ტერიტორიიდან ნასროლი რაკეტის შედეგად, თურქეთის ქალაქ კილისში 15 ადამიანი დაიჭრა

სულ მცირე, 15 ადამიანი დაიჭრა სირიის პროვინცია აფრინიდან სარაკეტო დარტყმების შედეგად, რომელიც თურქეთის ქალაქ კილისზე განხორციელდა. ქალაქი თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარეობს. ამის შესახებ თურქული ტელეარხი „NTV“ იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, რაკეტა მეჩეთის რაიონში ჩამოვარდა. ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული, რომლებსაც დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

20 იანვარს, თურქეთის გენერალურმა შტაბმა „ზეთისხილის ტოტის“ სახელწოდებით ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც სირიის ქალაქ აფრინში ქურთების წინააღმდეგაა მიმართული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა