ვატო შაქარიშვილი - გარკვეულმა მწარმოებლებმა საქართველოში შესაძლოა ავტომობილების აწყობა დაიწყონ

გარკვეულმა მწარმოებლებმა საქართველოში შესაძლოა ავტომობილების აწყობა დაიწყონ.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის საკრებულოს, უმრავლესობის დეპუტატმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც კონკრეტულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე, მწარმოებლებთან. დეპუტატი ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მთავრობა ავტოპარკის განახლებაზე აქტიურად მუშაობს.

„სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალში 24 მლნ ლარი შევიტანეთ. რა თქმა უნდა ბიუჯეტში გაწერილია კონკრეტული თანხები ავტობუსების პარკის განახლებაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ამ წუთებში ქალაქის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან ჩინეთში და აწარმოებენ მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან, რათა მოხდეს ელექტროავტობუსების შემოყვანა დედაქალაქში. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ გარკვეულმა მწარმოებლებმა საქართველოში მოახდინონ შესაბამისი ავტომობილების აწყობა, შემდგომი შესყიდვის ვალდებულებით“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა