საქართველოს დღეს სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი მაია გოიკოვიჩი ეწვევა

25-26 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი მაია გოიკოვიჩი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის პროგრამის ფარგლებში 25 იანვარს დაგეგმილია სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, რის შემდეგაც პრესისათვის მათი ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ასევე დაგეგმილია მაია გოიკოვიჩის შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან.

26 იანვარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი მაია გოიკოვიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.

სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.

სერბეთის დელეგაცია საქართველოდან 26 იანვარს გაემგზავრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა