”სიტროენ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული

კომპანია ”სიტროენ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი გიორგი შარაშიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, ამ დროისთვის უცნობია, დღეს მოხდება შარაშიძის გამოკითხვა თუ ხვალ. მათი ცნობით, აღნიშნული თავად შარაშიძეზეა დამოკიდებული.

საქმე ეხება მთავრობის განკარგულების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემულ ქონებას.

კომპანიამ ლილოს ტერიტორია ერთი წლის წინ გარკვეული სახის ინვესტიციების განხორციელების პირობით შეისყიდა. შარაშიძის განცხადებით, ვალდებულების შეუსრულებლობა კომპანიის გაკოტრებას უკავშირდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს