ვატო შაქარიშვილი - გარკვეულმა მწარმოებლებმა საქართველოში შესაძლოა ავტომობილების აწყობა დაიწყონ

გარკვეულმა მწარმოებლებმა საქართველოში შესაძლოა ავტომობილების აწყობა დაიწყონ. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის საკრებულოს, უმრავლესობის დეპუტატმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც კონკრეტულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე, მწარმოებლებთან. დეპუტატი ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მთავრობა ავტოპარკის განახლებაზე აქტიურად მუშაობს.

„სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალში 24 მლნ ლარი შევიტანეთ. რა თქმა უნდა, ბიუჯეტში გაწერილია კონკრეტული თანხები ავტობუსების პარკის განახლებაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ამ წუთებში ქალაქის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან ჩინეთში და აწარმოებენ მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან, რათა მოხდეს ელექტროავტობუსების შემოყვანა დედაქალაქში. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ გარკვეულმა მწარმოებლებმა საქართველოში მოახდინონ შესაბამისი ავტომობილების აწყობა, შემდგომი შესყიდვის ვალდებულებით“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა