ირაკლი ლექვინაძე - შევეცდები, რომ ის საკითხები, რომლებიც მუშავდება ბიზნესში, მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიტანილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე

ბიზნესომბუდსმენის მთავარი მიზანია, შედგეს მაქსიმალურად ბევრი კომპრომისი რიგ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახლად დანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ბიზნესომბუდსმენი არის ძალიან მნიშვნელვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციისთვის.

„მე შევეცდები, რომ ის საკითხები, რომლებიც მუშავდება ბიზნესში, ბიზნესასოციაციებში, მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიტანილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე. იქნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა ბიზნესასოციაციასთან, მსხვილი ბიზნესიდან დაწყებული, მცირე და რეგიონული თუ სექტორული ბიზნესასოციაციების ჩათვლით, რათა ყველა საკითხი, რაც ამ გაერთიანებებში მუშავდება, მაქსიმალურად იქნას განხილული და მხარდაჭერილი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ლექვინაძე დარწმუნებულია, რომ დღესდღეობით ყველა სახელმწიფო უწყება ღიაა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ.

„ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია ყველა შესაბამის უწყებასთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, რომლებთანაც საჭიროა რიგი ტექნიკური თუ ინდივიდუალური საკითხების გავლა, რომ ეს კომუნიკაცია ბევრად ეფექტური იყოს. ქვეყანაში ბიზნესგარემო არის საკმაოდ პოზიტიური. ამას ადასტურებს ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ, თუმცა პროცესში შეიძლება იყოს რიგი „ქეისები“, რა ნაწილშიც ბიზნესის მხარდაჭერა იქნება აქტუალური და ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზად იქნება, ამ გამოწვევებს რეალურად უპასუხოს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა. ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ზურაბ ძნელაშვილი ასრულებდა, რომელიც ირაკლი ლექვინაძის თქმით, მოადგილედ დარჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა