ანგელა მერკელი - ბერლინი კვლავ გააგრძელებს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში თანამშრომლობას

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიაში მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების მიუხედავად, ბერლინი კვლავ გააგრძელებს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში თანამშრომლობას.

„გერმანიას სურს იყოს ქვეყანა, რომელიც შემდგომშიც შეიტანს თავის წვლილს პრობლემების ერთობლივი გზით გადაჭრაში“ , - განაცხადა მერკელმა დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მერკელის თქმით, გათიშულობა წინსვლას ხელს არ უწყობს, საკამათო საკითხები კი არა ცალმხრივად, არამედ განსხვავებულ მხარეთა აზრის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან პროტექციონიზმი მცდარი არჩევანია“, - განაცხადა მერკელმა.

მერკელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას საგარეო პოლიტიკური საკითხების გადაჭრისას.

„საერთო ევროპული საგარეო პოლიტიკა ჯერ კიდევ არასაკმარისად არის ჩამოყალიბებული“, - აღნიშნა მერკელმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს