თამარ ჩუგოშვილი - ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ახალ კომისართან მჭიდროდ და აქტიურად ვითანამშრომლებთ

ჩვენი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ეთნიკური ქართველები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დუნია მიატოვიჩს კომისრის თანამდებობის დაკავება მიულოცა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ახალ კომისართან ძალიან მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას გეგმავენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ადამიანის უფლებათა ძალიან კარგი კომისარი“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მთავარი ამოცანა ადამიანის უფლებათა კომისრის მანდატის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებაა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ადამიანის უფლებათა კომისართან ურთიერთობისას მთავარი ამოცანაა, რომ მისი მანდატი გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შესაბამისად, გვქონდეს ობიექტური ინფორმაცია ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ“, - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა