მაია გოიკოვიჩი - სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩმა საქართველოს კოსოვოს არაღიარების გამო მადლობა გადაუხადა. მან თავის მხრივ დააფიქსირა სერბეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

“სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს და ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო მხრიდან გამოხატულია ურყევი მხარდაჭერა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მადლობას ვუხდით საქართველოს კოსოვოსა და მეტოხიას არაღიარებისათვის. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს, რომ ის მხარს არ უჭერს კოსოვოს გაწევრიანებას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორიცაა, მაგალითად „იუნესკო“, - განაცხადა მაია გოიკოვიჩმა.

გოიკოვიჩი პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო