ოთარ დანელია რაიმუნდ იელეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში, რაიმუნდ იელეს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასა და სასურსათო უსაფრთხოების სახითხებზე ისაუბრეს.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მავნებელთან ბრძოლის პროცესში აუცილებელია ფიტოსანიტარული კონტროლის გამკაცრება. ოთარ დანელიას განცხადებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მნიშვნელოვანია ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან.

შეხვედრაზე ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის პერსპექტივები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

დასასრულს, ხაზი გაესვა პარლამენტის მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა