ზაზა თავაძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარის გუიდო რაიმონდის მიწვევით სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, 26 იანვარს ზაზა თავაძე მონაწილეობას მიიღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი სამუშაო წლის საზეიმო გახსნაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებთან და ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის სემინარში - სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა