თბილისის რამდენიმე რაიონს, სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „თელასიდან“ აცნობეს, სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 26 იანვარს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხარფუხის, ცურტაველის და გრიშაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუნკერთა ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქვესადგურში „დიღომი-35“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა