ზუგდიდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ლენდოს“ დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული გიორგი კუკავა პროკურატურას უჩივის

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ლენდოს“ დაყაჩაღების ბრალდებით, გასული წლის 16 მარტს დაკავებული გიორგი კუკავა პროკურატურას უჩივის. ადვოკატის სოსო ჯანაშია თქმით, კუკავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რვა თვის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდა. ადვოკატი რაიონულ სასამართლოში მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად სარჩელს ამზადებს.

„სარჩელის მზადებს პროცესში ვართ. სანამ ექსპერტიზის დასკვნას არ მივიღებთ, სრულყოფილი არ იქნება და ამიტომ ჯერ არ შეგვაქვს. ვვარაუდობ, რომ სრულყოფილ სახეს სარჩელი თებერვლის დასაწყისში მიიღებს. მოვითხოვთ, რომ ოჯახს აუნაზღაურდეს მატერიალური და მორალური ზიანი, რაც კუკავას რვათვიანი პატიმრობის პერიოდში მიადგათ“, - განაცხადა ჯანაშიამ.

კუკავას ადვოკატი სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ კუკავას დაკავება ფაქტების გაყალბებით მოხდა. ჯანაშიას მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამოდენიმე თვე სხვის გამო იყო დაკავებული და ნამდვილი დამნაშავე 2017 წლის 25 ივლისს, „ვივუსის“ დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული იყო.

„გაგვიჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული დანაშაული იმ პიროვნებამ ჩაიდინა, რომელმაც „ვივუსი“ დააყაჩაღა. ”ლენდოდან” ამოღებული ხელის თითის ანაბეჭდი არ დაემთხვა გიორგი კუკავას თითის ანაბეჭდებს, ხოლო ის დაემთხვა სწორედ ”ვივუსის” ყაჩაღობაში ბრალდებულის ანაბეჭდებს. სამართალდამცავების მხრიდან გადამეტება იყო ის, რომ მტკიცებულები გააყალბეს და ხელი შეგვიშალეს რეალური მტკიცებულების მოპოვებაში. ამასთან, გაგვიჭიანურეს პროცესი. გიორგი კუკავას დაკავებაც უკანონოდ მოხდა. თითქოს მოიპოვეს ოპერატიული ინფორმაცია. კუკავას დაკავება ისე არ მომხდარა, როგორც ამას სასამართლოზე ყვებოდა პროკურატურა. ჯერ მანქანაში ჩაისვეს, მერე სხვაგან წაიყვანეს და მერე დაკავების ადგილი სხვა ჩაწერეს. ამ საკითხსაც ვდაობთ ჩვენ გამოძიების ეტაპზე“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. უწყებაში გამოძიება რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს.

„როგორც კი ბრალდების მხარე დარწმუნდა პირის უდანაშაულობაში, უარი თქვა ბრალდებაზე და სასამართლოში მოითხოვა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა. პარალელურად კი პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ 333 მუხლის 3 ნაწილით“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე გიორგი კუკავა 2017 წლის 16 მარტს დააკავეს. იგი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებიდან რვა თვის შემდეგ გაათავისუფლა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო