გოგა გულორდავა - თუ ვინმე ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებას ნარკოტიკი ჩაუდეს, ამით მისი დამკავებელი პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს

ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ ტენდენციურები, თუ ვინმე ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებას ნარკოტიკი ჩაუდეს, ამით ამავდროულად მისი დამკავებელი პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს და ასეთი განცხადებების უაპელაციოდ გაკეთება, თან ისე, რომ არ იცნობდეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, პირდაპირ ურტყამს როგორც პოლიციას, ასევე პროკურატურას და სასამართლოს, - ამის შესახებ დეპუტატმა გოგა გულორდავამ განაცხადა.

მისი თქმთ, სასამართლო ერთადერთი კომპეტენტური ორგანოა, რომელიც დღეს ყველამ იცის, რომ ნამდვილად არავინ ცდილობს მასზე ზეგავლენის მოხდენას, კონკრეტულ საქმეს რაც შეეხება, წინ კიდევ ორი ინსტანციაა.

„რაც შეეხება ნარკოტიკის რაოდენობას, როდესაც ადამიანს დაუდასტურდება 45 აბზე მეტი „სუბოტექსის“ შეძენა და შენახვა, არ მგონია საკამათო იყოს, რომ ვერანაირი ნარკოპოლიტიკა ამას ვერ უშველის, კანონში ასეთი რაოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის დაუსჯელობა ნამდვილად არ მოგვიტანს კარგს.

ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ როგორც საზოგადოებაში, ასევე პარლამენტში ნარკოპოლიტიკაზე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები და ჩვენ უნდა შევძლოთ ორივე პოზიციიდან ყველაზე რაციონალური, სწორი არგუმენტების ამორჩევა, პოზიციების დაახლოება და ისეთი კანონის მიღება, რომელიც ნარკომომხმარებლებს კი არ დასჯის, არამედ დაეხმარება მკურნალობაში და მეორე მხრივ მკაცრი იქნება ნარკოტიკის გამსაღებელთან მიმართებით“, - განაცხადა გულორდავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა