ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე და წევრები ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე, გოჩა ენუქიძე და ფრაქციის წევრები ოთარ დანელია და ივლიანე წულაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს ქრისტი მორდჰორს შეხვდნენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა ამერიკა-საქართველოს შორის მჭიდრო და პარტნიორულ თანამშრომლობას.

ასევე, განხილული იყო პარლამენტში მიმდინარე პროცესები. მხარეებმა გაცვალეს ხედვები პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების თაობაზე. იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც დღეს საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს. მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტისა და ამერიკის საელჩოს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა