ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვის ლოდები ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქვის ლოდები გზაზე მიმავალ სატვირთო ავტომობილს დაეცა. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც.