თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაში კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი სავარაუდოდ, დღეიდან ჩაერთვება

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაში კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი სავარაუდოდ, დღეიდან ჩაერთვება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მაია ნიკოლეიშვილთან და ბალისტიკურ ექსპერტთან ერთად ის პანკისის ხეობაში სავარაუდოდ, ხვალ ჩავა და პირველ სამუშაოებს, სპეცოპერაციის ადგილზე ჩაატარებს.

„სავარაუდოდ, ხვალ წავალთ პანკისში დამოუკიდებელ ბალისტიკურ ექსპერტთან და მაია ნიკოლეიშვილთან ერთად. ვიმუშავებთ სახლში და ადგილზე გავაკეთებთ ვიზირებას, მაგრამ კედელი (რომელიც ჩამონგრეულია) ძალიან გვიშლის ხელს. კედელი საჭიროა საერთო სურათის აღსაღდგენად“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს თავში დაჭრეს. მას დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში თბილისში მკურნალობდნენ, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო