ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურში მომუშავის განცხადებით, ”ფრანკო ფონტანას” გარდა, კიდევ ერთი მაღაზიის გატეხვის მცდელობაც იყო

რუსთაველის გამზირზე მდებარე ”ფრანკო ფონტანას” მაღაზიის გარდა, მაღაზია ”გიპფელის” გატეხვის მცდელობაც იყო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” რუსთაველის გამზირზე გაზეთების ჯიხურში მომუშავე ლილი თათრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიების გატეხვის ან გაქურდვის ფაქტები ხშირად ხდება.

”დილით როდესაც მოვედი ჩემს სამუშაო ადგილზე, მაღაზიასთან ბევრი პოლიციელი დავინახე. თქვეს, რომ ვიღაცას გაქურდვა უნდოდა მაღაზიისო. მაგ მაღაზიის გარდა გვერდზე მდებარე მაღაზიის კარის საკეტიც გატეხილია. როგორც ჩანს სიგნალიზაცია ჩაირთო და ქურდმა გადაიფიქრა მაღაზიაში შესვლა.

რამდენიმე დღის წინ გაქურდული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. ხშირია შემთხვევები, როდესაც მეც მპარავენ საქონელს, რამდენიმე არასრულწლოვანი მოძრაობს ტერიტორიაზე და ვფიქრობ, რომ მათი ნახელავი უნდა იყოს”, - განაცხადა ლილი თათრიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გატეხეს. ჩატეხილია მაღაზიაში შესასვლელი კარის შუშა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაღაზიის დირექტორმა კახა ცერცვაძემ განუცხადა, მაღაზიიდან წაღებული არაფერი არ არის, რადგან შუშის ჩატეხვის შემდეგ ჩაირთო სიგნალიზაცია. მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში დღეს დილით გამომძიებლები იმყოფებოდნენ და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

რუსთაველის გამზირზე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანაში“ მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება გაქურდვის მუხლით დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო