მარიამ ჯაში - არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს სკოლების უსაფრთხოების კომპლექსური თემის ფარგლებში განვიხილავთ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, განათლების სამინისტროს, შს სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის უწყებათაშორისი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით 6 თებერვალს გაიმართება. როგორც მარიამ ჯაშმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, უწყებების მხრიდან კონკრეტული რეკომენდაციები იქნება სხვადასხვა მიმართულებით.

”6 თებერვალს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში დაგეგმილი გვაქვს განათლების სამინისტროს შს სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის უწყებათაშორისი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს უსაფრთხოების ნორმები, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე მის მიღმა. ეს უკავშირდება არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის პრევენციას და ზოგადად უსაფრთხოების გაძლიერებას. 6 თებერვალს ჩვენ გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით უფლებამოვალეობების რევიზიასთან მიმართებაში, ასევე, პრევენციულ ღონისძიებებთან მიმართებაში, ფსიქოლოგიურ სამსახურებთან დაკავშირებით. ჩვენ აუცილებლად ხელს შევუწყობთ ყველა აუცილებელი კანონპროექტის დროულად შემუშავებას, განხილვას და დამტკიცებას”, - განაცხადა ჯაშმა.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში გამოვლენილ დანაშაულებს 14-წლამდე მოზარდების მხრიდან, ჯაშის განცხადებით, როდესაც ვსაუბრობთ კრიმინალური შემთხვევების გახშირებასთან დაკავშირებით, მათ შორის არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის სტატისტიკასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნებას შს სამინისტროსგან.

”მე მაინც ვფიქრობ, ინფორმაციასთან წვდომა არის გაზრდილი მოსახლეობაში და შესაძლებელია იქმნებოდეს ფონი კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, ხოლო რეალობა იყოს სულ სხვა. არასრულწლოვანთა დანაშაულის მართვა არის ერთ-ერთი სენსიტიური საკითხი. გაერო-ს ბავშვთა ფონდს და გაერო-ს სხვა ორგანიზაციებს აქვთ კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უკვე არის ასახული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში. სკოლების უსაფრთხოების კომპლექსური თემის ფარგლებში განვიხილავთ არასრულწლოვანთა დანაშაულსაც და თუ იქნება არგუმენტაცია და შესაბამისი საფუძველი ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით, აუცილებლად მხარს დავუჭერთ”, - განაცხადა ჯაშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო