„სიტროენ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს საგამოძიებო სამსახურში დღეს დაკითხავენ

კომპანია ”სიტროენ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს, გია გაჩეჩილაძის სიძე გიორგი შარაშიძეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს გამოკითხავენ.

როგორც შარაშიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გამოკითხვაზე 16:00 საათზეა დაბარებული და საგამოძიებო სამსახურში აუცილებლად გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მთავრობის განკარგულების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემულ ქონებას.

კომპანიამ ლილოს ტერიტორია ერთი წლის წინ გარკვეული სახის ინვესტიციების განხორციელების პირობით შეისყიდა. შარაშიძის განცხადებით, ვალდებულების შეუსრულებლობა კომპანიის გაკოტრებას უკავშირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო