დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პალესტინას დახმარებას შეუჩერებს, თუ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პალესტინას დახმარებას შეუჩერებს, თუ ისრაელთან მშვიდობის დამყარების სურვილს არ გამოხატავენ.

მისი თქმით, პალესტინის ხელისუფლებამ აშშ-ს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ახლო აღმოსავლეთში ტურნეს დროს არ შეხვდნენ.

ტრამპმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ პალესტინურ საზოგადოებაში საღი აზრი გაიმარჯვებს და პალესტინელები მშვიდობისკენ მისწრაფებას გამოავლენენ.

„ერთი კვირის წინ პალესტინელებმა ჩვენდამი უპატივცემულობა გამოავლინეს, როდესაც ჩვენს ვიცე-პრეზიდენტს არ შეხვდნენ. ჩვენ მათ ასობით მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას ვაძლევთ. ისინი ამ ფულს არ მიიღებენ, ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ შეუდგებიან“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო