დიმიტრი ქუმსიშვილი - “მეგადორსმა“ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლა

კომპანია, რომელსაც იმპორტირებული კარი შემოჰქონდა საქართველოს ბაზარზე, „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობის შემდეგ, პროდუქციას უკვე ქვეყნის შიგნით აწარმოებს და 40 ადამიანზე მეტი ჰყავს დასაქმებული“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს „მეგადორსის“ ახალი საამქროს გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, კომპანია თვეში 2000 კარს აწარმოებს, თუმცა, უახლოეს პერიოდში წარმოების მოცულობა გაიზრდება ორჯერ, რაც კომპანიას მისცემს შესაძლებლობას პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ამზადებს. კომპანიამ ისარგებლა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის პრაქტიკულად ყველა კომპონენტით. მას გადაეცა ქონება 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით, რომელიც პირნათლად შეასრულა, ასევე სესხის მომსახურების ნაწილში თანადაფინანსებით და ტექნიკური დახმარებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა