გერმანიაში სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას“, მის შვილობილ „ქრისტიანულ-სოციალურ პარტიასა“ და „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ შორის სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები დღეს დაიწყო, - ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

მოლაპარაკებების მიზანია ე.წ. დიდი კოალიციის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც გერმანიის ორი უმსხვილესი პარტია გაერთიანდება მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

„ხალხი ჩვენგან მთავრობის ჩამოყალიბებას ელოდება, ამიტომაც ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი და მონდომებული ამ მოლაპარაკებებში, რათა მივაღწიოთ შედეგს. მჯერა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია დროის ახლო პერიოდში“ , - განაცხადა მერკელმა.

„ჩინეთისა და აშშ-სგან მომდინარე გამოწვევების გათვალისწინებით, ევროკავშირს სჭირდება ძლიერი, პროევროპული გერმანია“, - აღნიშნა „სოციალ-დემოკრატიულ პარტიის“ ლიდერმა მარტინ შულცმა და დაამატა, რომ სტაბილური მთავრობის ფორმირება არსებითია ქვეყნის წარმატებისთვის.

კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პირველი მცდელობა გასული წლის 20 ნოემბერს ჩაიშალა, რადგან პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „მწვანეთა პარტიამ“ კოალიციაში გაერთიანებაზე უარი განაცხადეს.

სამთავრობო კოალიციის შექმნისათვის გადამწყვეტი იყო „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ პოზიცია, რომელმაც 22 იანვარს პარტიის რიგგარაშე ყრილობაზე მხარი დაუჭირა ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოებას აღნიშნული წინადადების შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა