შალვა ოგბაიძე - მთელი პროგრამიდან ოპოზიცია მხოლოდ ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებულ საკითხზე აკეთებს აქცენტს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი შალვა ოგბაიძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, კახა კალაძის და მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ქალაქში სატრანსპორტო სფეროს მოწესრიგება იყო.

როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, დაანონსებული იყო ის ნაბიჯებიც, რომლებიც ქალაქში გადატვირთული გზების და საცობების პრობლემის მოგვარების მიმართულებით გადაიდგმებოდა. მისი განმარტებით, საუბარი იყო ტრანზიტულად მოძრავი დიდგაბარიტიანი და დიდი ტონაჟის მქონე მანქანების გადაადგილებაზე რეგულაციების დაწესებაზე, სადისტრიბუციო მანქანებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამტანი მანქანებისთვის გარკვეული გრაფიკის დაწესებაზე და ა.შ.

„საუბარი იყო ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახალისებაზე და რაოდენობის გაზრდაზე, მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაციაზე და ვაგონების დამატებაზე. მთელი ამ პროგრამიდან ოპოზიცია მხოლოდ ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებულ საკითხზე აკეთებს აქცენტს. როგორც ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, სურთ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მისი თქმით, თავად ტაქსის მძღოლებიც თბილისის მერიის მიერ ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებას მიესალმებიან.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მთავრობისგან საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის წარდგენა მოითხოვა. როგორც თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტში ჩაწერილი იყო, რომ თბილისში არსებულ ტაქსებთან დაკავშირებით კვლევა უნდა მომხდარიყო, შემდეგ კი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას ეს საკითხი ამოიღეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო