ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება შესაძლოა, გადასახედი იყოს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება შესაძლოა გადასახედი იყოს და ამ თემაზე სამომავლო დისკუსიის გაგრძელების მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც კობახიძემ მედიაორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, არავის დაუთვლია, რამდენი სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს. პარლამენტის სპიკერის თქმით, ასეთი შეფასება უნდა გაკეთდეს და სამომავლოდ, თუ საჭირო იქნება დისკუსია, ის მზადყოფნას გამოთქვამს განხილვისთვის დაადგინონ, ჭარბი რესურსი აქვს მინიჭებული თუ არა.

"43 მილიონი 1,5%-იან რეიტინგში ნამდვილად არის ბევრი",- აღნიშნა კობახიძემ.

მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდეს, ასეთ შემთხვევაში ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება გადაიხედოს და დაყვანილ იქნას ევროპული ქვეყნების სტანდარტებამდე და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეს მას კომერციული რეკლამის განთავსების საშუალება, რათა გარანტირებული მაღალი შემოსავლების გამო რეკლამაზე დემპინგური ფასი არ დააწესოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა