”ევროპული საქართველოს” წევრი - საკრებულოს სხდომაზე ვერ მივიღეთ პასუხები, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ტაქსის მძღოლები

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ვერ მივიღეთ პასუხები კითხვებზე, თუ რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს ტაქსების რეგისტრაცია და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ტაქსის მძღოლები, - ამის შესახებ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ჟღენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროდ, ქალაქის მთავრობამ დააყენა საკითხი, რომ ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაცია უნდა გავრცელდეს. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ დავსვით კითხვები, თუმცა კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ, თუ რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს შერჩევა და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ტაქსის მძღოლები. მათგან მოვისმინეთ, სამწუხაროდ, განცხადებები იმის შესახებ, რომ ზოგიერთ მძღოლს თმა აქვს დასავარცხნი ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ჩვენ ვთვლით, რომ მერიამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს ახალი ავტობუსების შემოყვანაზე, პარკირების სისტემაზე და იმ ადამიანების დასაქმებაზე, რომლებიც ტაქსის მძღოლობით ირჩენენ თავს“, - განაცხადა დავით ჟღენტმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს