ლევან ალექსიშვილი - ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურენციაში შეგვყავს და მეორე მხრივ, მას ვაძლევთ აბსოლუტურ ძალაუფლებას

თუ ევროპულ პრაქტიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ შევიყვანოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი არხებთან კონკურენციაში, თუმცა ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში და მას მივცეთ ბიუჯეტიდან დაფინანსების ის პროცენტი რა პროცენტიც ევროპულ ქვეყნებშია, - ამის შესახებ კომპანია ”რეგიონ მედია მარკეტის” დირექტორმა ლევან ალექსიშვილმა პარლამენტში მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრისას განაცხადა.

ლევან ალექსიშვილის განცხადებით, ჩვენ, ახლა ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურენციაში შეგვყავს და მეორე მხრივ, მას ვაძლევთ აბსოლუტურ ძალაუფლებას.

”არ არსებობს ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაქვს ზოგადად სარეკლამო ბაზრის ნახევარი ბიუჯეტიდან. თქვენ რაც ახსენეთ რომ შეზღუდულ ფარგლებში ის კონკურენციაში შედის კერძო არხებთან, გასაგებია ეს მოდელი, თუმცა თუ ამის უფლებას ვაძლევთ, რომ შემოვიდეს კონკურენციაში და ეს ევროპული მიდგომაა, მაშინ ევროპული სტანდარტი ავიღოთ და ის პროცენტი მივცეთ ბიუჯეტიდან, რა პროცენტიც მიაქვს სხვა ქვეყნის ბიუჯეტიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ჩვენ, ახლა ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურენციაში შეგვყავს და მეორე მხრივ, მას ვაძლევთ აბსოლუტურ ძალაუფლებას”, - განაცხადა ლევან ალექსიშვილმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კანონში ცვლილებები წარმოდგენილი სახით შევა, რეგიონული ტელეკომპანიები მძიმე პირობებში აღმოჩნდებიან.

”2015 წელს ამ დარბაზში მსჯელობდნენ, უნდა შეეზღუდათ თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეს უფლება, რის აღდგენაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. მე ტელეკომპანია „გურჯაანსაც“ წარმოვადგენ. იყო ასეთი შემთხვევა, რომ გურჯაანში გაიხსნა სტომატოლოგიური კაბინეტი. მოვიდა ადამიანი და ჩვენ მას რეკლამა შევთავაზეთ თუ არ ვცდები 7-8 ლარად ერთი წუთი. ის ცოტა ხანში დაბრუნდა და თქვა, რომ აღარ უნდოდა ”გურჯაანში” რეკლამა, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მთელ საქართველოზე მაუწყებლობს, უკეთებდა უფრო იაფად და მან გააკეთა რეკლამა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს იყო პრაქტიკა. საზოგადოებრივი მაუწყებელს ისედაც აქვს შემოსავალი, ის არაფერს არ კარგავს, ის მიდის დემპინგურ ფასზე. ვინ დაარეგულირებს კომერციული რეკლამის ფასს, ან როგორ დარეგულირდება? არავინ. შესაბამისად, ეს პირდაპირ მოკლავს მცირე ზომის არხებს”, - განაცხადა ლევან ალექსიშვილმა.

ამასთან, კომპანია ”რეგიონ მედია მარკეტის” დირექტორმა ლევან ალექსიშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონულ 22 ტელეკომპანიას დიდ წვლილი შეაქვს დემოკრატიის და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს