ირაკლი კობახიძე - კარგი იქნება, თუ შემდეგ დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებიც დაესწრებიან

კიდევ გვაქვს დრო, დაახლოებით ერთი თვე, ვიდრე საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად გავა, შევხვდეთ ერთმანეთს და გავაგრძელოთ კონსულტაციები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” საუბრისას პარლამენტში მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კარგი იქნება, თუ შემდეგ დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

”შეგვიძლია კიდევ და გვაქვს დრო, დაახლოებით ერთი თქვე, ვიდრე გავა ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად, კიდევ გავიაროთ კონსულტაციები, მოვიფიქროთ დამატებითი ფორმატი მსჯელობის. მე ამ დარგის ექსპერტი არ ვარ, შესაბამისად, მიჭირს მთელ რიგ შემთხვევებში გიპასუხოთ და ჩემი არგუმენტები წარმოვადგინო, ამიტომ ერთი ფორმატი დამატებით დაგვჭირდება, სადაც იქნება წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარეც. ეს იქნება საუკეთესო ფორმატი მსჯელობისა და პოზიციების შეჯერებისთვის და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საკითხის შეჯერებისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ ვეტოს ტექსტში არ არის არგუმენტები. ”ჩვენ შეგვიძლია ერთად გადავხედიოთ პრეზიდენტის ვეტოს. არც ერთი არგუმენტი არ არის 21- გვერდიან ტექსტში. მე ამაზე მაქვს საუბარი. შეიძლება ბუნებაში არსებობს არგუმენტები და დღეს ჩვენ გვქონდა საუბარი არგუმენტებზე. ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ თქვენ არ გაქვთ არგუმენტები და პირიქით. არის ორმხრივი არგუმენტები, მთავარია საბოლოო ჯამში რომელი არგუმენტი გადაწონის. აქ მთავარი არის ის, რომ როდესაც ჩვენთან მოდის რაღაც დოკუმენტი, მაგალითად პრეზიდენტის ვეტო, იქ უნდა იყოს არგუმენტებით გაჯერებული დასკვნა. არც ერთი არგუმენტი არ არის აქ წარმოდგენილი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს