მაჩალიკაშვილების ადვოკატი - სპეცრაზმელი რომც დააკავონ, მის სახელს და გვარს არასდროს გაამჟღავნებენ და შეიძლება საერთოდ ვიღაცა „იქსი“ დააკავონ

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში, რომელზეც ძიებას პროკურატურა აწარმოებს, სპეცრაზმელის ჩვენება გასაიდუმლოებულია და, შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რას ჰყვება პირი, რომელმაც სპეცოპერაციისას მაჩალიკაშვილს ესროლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, ამ საქმეში ბევრი ისეთი მტკიცებულებაა საიდუმლო, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, როგორც ადვოკატი ამბობს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შესაძლოა ვინმე დააკავონ, თუმცა მისი ვინაობა არ გასაჯაროვდება.

„საქმეში პრაქტიკულად არ დევს ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც გასაიდუმლოებულია. ჩემთვის რაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია, ყველაფერი არის გასაიდუმლოებული. მაგალითად სპეცრაზმელის ჩვენება. ეს პიროვნება, სიტყვაზე რომ ვთქვათ დააკავონ, მის სახელს და გვარს არასდროს გაამჟღავნებენ და შეიძლება საერთოდ ვიღაცა „იქსი“ დააკავონ. გასაიდუმლოებულია ასევე დეტალები, რაც ხელყუმბარას და იარაღს ეხება. განსაიდუმლოებულია მხოლოდ გარკვეული ექსპერტიზის დასკვნები და მეზობლების, ოჯახის წევრების ჩვენებები, რომელთა შინაარსიც ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა