ნათია კაპანაძე - საჭიროა ფუნდამენტურად გადაიხედოს საზოგადოებრივი არხების საჭიროება

მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ეს პროცესი შეჩერდეს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს გენერალურმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან მედიაორგანიზაციების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”პროცესები, რომელიც დღეს მიმდინარეობს, თითქოსდა გამიზნულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი არხები განვითარდეს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ეს პროცესი ვერ მოუტანს ცვლილებას ვერც რეიტინგს, ვერც შექმნის უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. საჭიროა ფუნდამენტურად გადაიხედოს საზოგადოებრივი არხების საჭიროება. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ეს პროცესი შეჩერდეს. თავად გაუსვით ხაზი, რომ ჩვენ არ ვიცით, რა ოდენობის თანხა სჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას”, - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება აჭარის მაუწყებელს ვერ მოუტანს მდგრადობას, რომლის შექმნასაც ტელევიზია ცდილობს.

”მე მგონია, რომ თქვენ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ჩაუყარეთ საფუძველი, მაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი არის მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე გათვლილი. მაქვს მოლოდინი, რომ ის არგუმენტები, რომელიც განსხვავებული რაკურსიდან მოისმინეთ, ინფორმაცია, რომელიც თქვენ შეაგროვეთ, დაუბრუნდება შესაძლებლობას კიდევ ერთხელ შევისწავლოთ. თუ გვექნება შანსი შევაჩეროთ პროცესი და თუ გვექნება შანსი, რომ გესაუბროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნამდვილ საჭიროებებზე, მერწმუნეთ, რომ თქვენ უკვე გექნებათ ახალი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა, რომელიც როგორც პოლიტიკურად, ისე საზოგადოებრივად იქნება გამართლებული. მე ამ შესაძლებლობის იმედი მაქვს”, - მიმართა კაპანაძემ ირაკლი კობახიძეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა