ირაკლი კობახიძე - ჩვენ შეგვიძლია ვეტოს გაზიარება, შეგვიძლია ვეტოს გადალახვა და შეგვიძლია არც ერთი გავაკეთოთ და არც მეორე

თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია - ჩვენ შეგვიძლია ვეტოს გაზიარება, შეგვიძლია ვეტოს გადალახვა და შეგვიძლია არც ერთი გავაკეთოთ და არც მეორე, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, თუ როგორი შეიძლება იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება.

როგორც ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავარია გადაწყვეტილება სიღრმისეულ მსჯელობასა და არგუმენტებზე დაყრდნობით იყოს მიღებული.

“ჩვენ ვისაუბრეთ იმ კანონპროექტზე, რომელიც მიიღო პარლამენტმა და ახლა გადის ვეტოს პროცედურას. დისკუსია იყო ძალიან საინტერესო. ორივე მხარეს წარმოდგენილი გვქონდა არგუმენტები. ყურადღებით მოვუსმინეთ ჩვენ მეგობრებს - მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. უნდა გაგრძელდეს შემდგომი დისკუსია, კონსულტაციები, რაზეც ჩვენ დღესვე შევთანხმდით. უნდა ჩამოვყალიბდეთ ფორმატზე, სადაც კიდევ ერთხელ გაიცვლება არგუმენტები, მოსაზრებები და საბოლოო გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღება. ჩვენი თვითმიზანი არ არის არც ვეტოს დაძლევა და არც წინასწარგანსაზღვრული გადაწყვეტილების მიღება. ჩვენთვის მთავარია ისეთი კანონპროექტი მივიღოთ, რომელიც წაადგება ერთის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ინტერესს და მეორეს მხრივ, არ დააზიანებს კერძო მაუწყებლის ინტერესებს. ეს არის ამოსავალი წერტილი და საბოლოო გადაწყვეტილება ამ სულისკვეთებით მიიღება. მთავარია ჩვენ შევქმნათ სწორი ფორმატი და გაგრძელდეს განხილვა“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს