ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპთან ინტიმური ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო

გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა.

ნიკი ჰეილიმ ამ ინფორმაციას საზიზღარი უწოდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სკანდალურად ცნობილი წიგნის „ცეცხლი და მრისხანების“ ავტორმა, ჟურნალისტმა მაიკლ ვოლფმა ტელეარხ HBO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ნიკი ჰეილისთან, თუმცა საკმარისი მტკიცებულება არ ჰქონდა, რათა ეს თავის წიგნში გამოექვეყნებინა.

„პრეზიდენტის თვითმფრინავში მხოლოდ ერთხელ ვიყავი და მაშინ ჩემს გარდა უამრავი ადამიანი იყო. მაიკლ ვოლფი ამბობს, რომ მე ბევრს ვსაუბრობდი პრეზიდენტთან ოვალურ კაბინეტში ჩემს პოლიტიკურ მომავალზე. მე არასოდეს მისაუბრია პრეზიდენტთან ჩემს მომავალზე და მასთან მარტო არასოდეს დავრჩენილვარ“, - აღნიშნა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ.

ნიკი ჰეილის თქმით, ამგვარ ჭორებს მამაკაცების მცირე ჯგუფი ავრცელებს, ვინც ვერ ეგუება ძლიერ ქალებს.

„მამაკაცების უმეტესობა პატივს სცემს ქალებს, მაგრამ არსებობს კაცების მცირე ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ ქალი თავის სამუშაოს ასრულებს და მას კარგად ასრულებს, ეს მათში აღშფოთებას იწვევს და მათი აზრით, ერთადერთი გამოსავალი საქმიდან ჩამოშორებაა“, - დასძინა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს