რიკოთის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის წევრები და მათი ნათესავები არიან

რიკოთის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანაში, რომელსაც გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები ისხდნენ.

ავარიის შედეგად, 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ადგილზევე გარდაიცვალნენ. ერთი კი ხაშურის საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.

ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა