„ანადოლუ“ - ჰერბერტ მაკმასტერმა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ სირიელი ქურთების დაჯგუფებას იარაღს აღარ მიაწვდის

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერმა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანთან იბრაჰიმ ქალინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აშშ აღარ მიაწვდის იარაღს სირიელი ქურთების დაჯგუფებას „სახალხო თავდაცვის ძალებს“, - ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

დღეს გამოქვეყნებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრისას ქალინმა და მაკმასტერმა ხაზი გაუსვეს თურქეთის შეშფოთებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად სირიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე ხაზი გაუსვეს, რომ თურქეთსა და აშშ-ს, როგორც ნატო-ში მოკავშირეებს შორის ურთიერთობა განვითარდება ყველა დონეზე ორმხრივ ინტერესებსა და პატივისცემაზე დაყრდნობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია აფრინის რეგიონში 20 იანვარს დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონის გაწმედა არსებული ქურთული დაჯგუფებებისგან, მათ შორის „სახალხო თავდაცვის ძალებისგან“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს