მსჯავრდებულებმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა ქალბატონებმა ღონისძიება სახელწოდებით „მოდიოდა ნინო მთებით“ გამართეს, რომელიც წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, საღამოზე მსჯავრდებულებმა წმინდა ნინოს ცხოვრება გაიხსენეს, წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური და პანტომიმის ნომრებიც შეასრულეს.

მათივე ცნობით, მსჯავრდებულების მონაწილეობით გამართულ საღამოს სასულიერო პირები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მწერალთა კავშირის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველმა ქეთი დუმბაძემ აღნიშნა, რომ ქალბატონები ძალიან ნიჭიერები არიან და მან მადლობა გადაუხადა სამინისტროსა და დაწესებულების ადმინისტრაციას მსჯავრდებულთა მსგავს აქტივობებში ჩართვისათვის.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორ ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, ღონისძიებებში მათი ჩართულობა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციას უწყობს ხელს, რათა დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაცია სწრაფად მოახდინონ.

მსგავსი კულტურული ღონისძიებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მონაწილეობით აქტიურად იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო