რუსეთის ვიცე-პრემიერი- აშშ-ს ახალი სანქციები უაზრო და უსაფუძვლოა, ყველას ზიანს აყენებს

აშშ-ს ახალი სანქციები უაზრო და უსაფუძვლოა, ყველას ზიანს აყენებს, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა.

„თუ სერიოზულად ვიტყვით, ეს და ადრინდელი სანქციები უაზრო და დაუსაბუთებელია. მას არავითარი დადებითი შედეგი არ მოაქვს არც შეერთებული შტატებისთვის, არც ვინმესთვის მსოფლიოში. სანქციებს ყველასთვის ზიანი მოაქვთ, ამიტომაც უბრალოდ გავაგრძელებთ მუშაობასა და უკეთესი შედეგების მიღწევას“ , - თქვა დვორკოვიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ცნობილია, გუშინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესა. გაფართოებულ სიაში შეყვანილია 21 ფიზიკური პირი და 21 რუსული ორგანიზაცია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს